სექციების დამატება, გადაადგილება და წაშლა
რედაქტორში სექციებს მარცხენა პანელიდან მართავ. დასამატებლად გახსენი ჩანართი „დამატება“ და დააჭირე სექციის ბარათს: სექცია მონიშნულის ქვემოთ ჩაჯდება, ხოლო თუ არაფერია მონიშნული — გვერდის ბოლოს. ბარათის გვერდზე გადათრევაც შეიძლება, საჭირო სექციას კი ძიებით იპოვი („სექციების ძიება…“, ან დააჭირე /). რიგის შესაცვლელად ჩანართ „სექციებში“ რიგი გადაათრიე, ან მონიშნული სექციის შავ ზოლზე ↑ ↓ ღილაკები გამოიყენე. რედაქტირებისთვის დააჭირე სექციას და მარჯვნივ შეცვალე მისი ველები. წასაშლელად შავ ზოლზე დააჭირე „სექციის წაშლა“, ან მონიშნულზე Delete / Backspace; შეცდომის გასაუქმებლად Ctrl+Z, დასაბრუნებლად Ctrl+Y. ტელეფონის ბრაუზერში ქვედა ზოლში დააჭირე „დამატება“ და შეეხე ბარათს — გადათრევა საჭირო არ არის. გახსოვდეს: არცერთი ცვლილება არ ჩანს მაღაზიაში, სანამ „გამოქვეყნებას“ არ დააჭერ.
მაინც გჭირდება დახმარება?
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.
contact@sellit.geმზად ხარ გახსნა მაღაზია?
უფასო თვის დაწყება